Monday, March 31, 2025
16.8 C
Tbilisi

„ტვ პირველის“ ოპერატორი გიორგი შეწირული, რომელიც მოძალადე ნიღბიანი დაჯგუფების მხრიდან სასტიკი თავდასხმის ობიექტი გახდა, აცხადებს, რომ ნიღბიანები „სიცოცხლის მოსპობით“ ემუქრებოდნენ

„ტვ პირველის“ ოპერატორი გიორგი შეწირული, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, მოძალადე დაჯგუფების მხრიდან სასტიკი თავდასხმის ობიექტი გახდა, აცხადებს, რომ ნიღბიანი მამაკაცები „სიცოცხლის მოსპობით“ ემუქრებოდნენ.

„მე და მაკა ვმუშაობდით რუსთაველზე, მოგვიწია ასვლა ბესიკის ქუჩაზე. ე.წ. ტიტუშკები ორ ადამიანს სასტიკად უსწორდებოდნენ. 20-30-მდე პირი იყო ნიღბებში და ორ ადამიანს უმოწყალოდ ურტყამდნენ.

შემდეგ, ჩვენ რომ მივედით და ჩვენი კამერა დაინახეს, გაეშვნენ და ვიღაცა ეძახდა, კარგი ახლა შეეშვითო. მერე გადმოვიდენ ჩვენზე, ჩემკენ და მაკასკენ წამოვიდა ერთი ნიღბიანი ტიპი და უშვერი სიტყვებით გვლანძღავდა, გვაგინებდა, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია, თორემ კამერას დაგვიმტვრევდნენ. სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდნენ და შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადაგა უკან, მერე ცოტა ხანი რაღაცაზე საუბრობდნენ და უცებ მოხდა ყველაფერი.

ეს 30 ადამიანი, თუ რამდენიც იყვნენ გამოექანენ ჩვენკენ. მეთქი, უკან სპეცრაზმია და ალბათ გაურბიან-თქო და თურმე ჩვენკენ მოდიან და ჩვენ უნდა გვცემონ. ეგ იყო და კამერა წაართვითო, რომ არ გადამეღო, რაც ხდებოდა იქ და უცებ, წამგლიჯეს ყველაფერი, კაბელი გაგლიჯეს და დამიწყეს რტყმა, დამაგდეს.

მოვასწარი, კიდევ კარგი, თავზე ხელების შემოხვევა და ვგრძნობდი, რომ ბათინკებს მირტყამდნენ. ისე მაგრად მაჭერდნენ თავზე, კადრებიც ვნახე წეღან და ვიღაცა თურმე ტყუპი ფეხით მირტყამს თავზე. ასეთი არაადამიანობა არ მინახავს. ნუ, ბევრი გადამიღია მაგათი დარბეულები, ნაცემები, მაგრამ მე დღეს ყველაფერი ჩემს თავზე გამოვცადე“, – აცხადებს „ტვ პირველის“ ოპერატორი გიორგი შეწირული, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში ტვინის შერყევითა და სხვადასხვა დაზიანებითაა მოთავსებული.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს ნიღბიანი მოძალადეების ჯგუფი 7 დეკემბერს, თბილისში ბესიკის ქუჩაზე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაესხა თავს. ახლომდებარედ საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი იდგა, თუმცა მათ მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენიათ და ინციდენტიდან მოკლე პერიოდში დატოვეს ტერიტორია.

მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები