Thursday, November 21, 2024
14.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, არ დაუწესებია სანქციები ისევე, როგორც ჩვენ და ამ დროს მოლდოვის და საქართველოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა, ცალსახა უსამართლობაა

მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც უშუალოდ მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, მოლდოვას არ დაუწესებია სანქციები ისევე, როგორც ჩვენ და ამ დროს თქვენ ხედავთ, რომ მოლდოვის მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება და საქართველოს მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ცალსახა უსამართლობა.

„თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვა. თქვენ იცით, როგორ ჩატარდა არჩევნები. ქვეყანაში როცა აგებ არჩევნებს, მერე თამამად აღარ უნდა ისაუბრო, იგივე, როცა აგებ რეფერენდუმს, თან 45% აიღო მხოლოდ რეფერენდუმზე. პრობლემა არის ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა. მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც უშუალოდ მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, მოლდოვას არ დაუწესებია სანქციები ისევე, როგორც ჩვენ და ამ დროს თქვენ ხედავთ, რომ მოლდოვის მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება და საქართველოს მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება. ეს ხომ არის ცალსახა უსამართლობა, ამაზე უხეში უსამართლობა სად შეიძლება ნახოთ, არის აშკარა, ცალსახა, უხეში უსამართლობა. ვიღაცეებს უნდოდათ საქართველოში ისეთი ძალების დაბრუნება, რომლებიც 2012 წლამდე აწამებდნენ, კლავდნენ ადამიანებს, იტაცებდნენ ბიზნესებს. თქვენ იცით, რომ იყო სერიოზული გავლენები ოფიციალურ სტრუქტურებზე ევროკაშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებში და მე ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპის არჩევასთან ერთად, ეს გავლენებიც მნიშვნელოვნად შესუსტდება, არ გაქრება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მნიშვნელოვნად შესუსტდება.

თქვენ ნახეთ მოლდოვის არჩევნები მაგალითად, როგორ ტარდებოდა. ყუთები იყო გამჭვირვალე და კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს ამ ყუთებში. არა თუ დარღვეული იყო ცალკეულ შემთხვევებში, საერთოდ არ არსებობდა ხმის ფარულობა მოლდოვაში. ვინმეს განცხადება გახსოვთ ამასთან დაკავშირებით?“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არაფერი მასობრივად არ დარღვეულა.

„რაც შეეხება საქართველოს, არაფერი მასობრივად არ დარღვეულა, ISFED-მა დაადგინა, თუ არ ვცდები, 25 შემთხვევა ხმის ფარულობის დარღვევის, 25-ზე მეტი ვერ დაადგინა. როდესაც ამომრჩეველი წესების დაცვით აძევდა ხმას და მუშაობდა აპარატთან, ამ შემთხვევაში საერთოდ არ ირღვეოდა ხმის ფარულობა. როდესაც შენ თვითონ არასწორად აძლევ ხმას და ასეთი 25 შემთხვევა დააფიქსირა ცესკომ, ეს როგორ შეიძლება არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრის რაიმე, თუნდაც საბაბად გამოდგეს. ყველაფერი თითიდან გამოწოვილია, არაფერი მასობრივი დარღვევა ხმის ფარულობის არ ყოფილა, თუ სადმე იყო მასობრივად დარღვეული ხმის ფარულობა, ეს იყო იგივე მოლდოვა, პირდაპირ გამჭვირვალე ყუთებში კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენ ხომ ხედავდით, პირდაპირ, აბსოლუტურად ცხადად ჩანდა, ვინ ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში. საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხით არჩევნები, იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ასეთი ხარვეზები ახასიათებს ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნებს, როდესაც 3 000 უბანი იხსნება. თქვენ რომ შეადაროთ საქართველოს და მოლდოვის, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები, ცა და დედამიწაა ხარისხის კუთხით, ქართული არჩევნები იყო ბევრად უფრო ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და ვიდრე ამერიკული არჩევნები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები