ევროკომისიამ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2025 წელს, „რაც შეიძლება მალე“, შემდეგ ეტაპზე გადავა.
ევროკავშირის გაფართოების პროცესის შესახებ ყოველწლიურ განახლებულ ანგარიშში კომისიამ ასევე დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება „დე ფაქტო“ შეჩერებულია, მმართველი პარტიის მხრიდან კურსის შეცვლის გამო. ბრიუსელი თბილისს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებაში ადანაშაულებს.
ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი საქართველოს გასული წლის დეკემბერში მიანიჭა, მაგრამ მოლაპარაკებები მას შემდეგ გაყინა, რაც საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ მიიღო, რაც ევროკავშირის მხრიდან შეფასდა, როგორც რუსეთის კანონმდებლობის ანალოგად და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლად.
„თუკი საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან პოლიტიკური ნება იქნება, ჩვენ ვთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენისთვის – უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმებას“, – განაცხადა ბორელმა.
ბრიუსელმა ამ წლის დასაწყისში დაამტკიცა ბოსნიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები და ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სერბეთთან, მონტენეგროსთან, ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან.