Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ირინა სარიშვილი: მასობრივი პროტესტი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით და ბრძოლის დასასრულამდე მიყვანა. სხვა გეგმა, სხვა გზა არ არსებობს

ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა მხოლოდ ერთ შემთხვევაშია ლეგიტიმური: როცა ხდება არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლების უზურპაცია.

  1. რატომ არ იყო ეს მოთხოვნა არც ერთ აქციაზე? იმიტომ რომ ველოდებოდით არჩევნებს.
  2. რატომ უნდა მოგვეგო არჩევნები? იმიტომ რომ რუსეთის მსახური ბანდა გაყალბების გარეშე ვერ მოსულიყო ხელისუფლებაში.
  3. რა უნდა გაგვეკეთებინა როცა, თუ კი არა, როცა არჩევნები გაყალბდებოდა: მასობრივი პროტესტი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით შედეგის დადგომამდე.

პირველი ორი პუნქტი შესრულებულია.

რა თქმა უნდა, უკეთესი ოპოზიცია რომ გვყავდეს და ჩვენც რომ უკეთესები ვიყოთ, ასეთი მასშტაბის გაყალბება თან ასე უტიფრად ვერ მოხდებოდა, მაგრამ გაყალბება აუცილებლად იქნებოდა და ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. არანაირი გეგმა ბ! გეგმა ა, ერთადერთი გეგმა იყო და რჩება მე-3 პუნქტის სისრულეში მოყვანა – მასობრივი პროტესტი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით და ბრძოლის დასასრულამდე მიყვანა. სხვა გეგმა, სხვა გზა არ არსებობს და ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცით. რამდენი წლის წინ ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ეს ქვეყანა არის კაზინო, მისი მომხრეები სხვადასხვა ღირებულების ფიშკები, ხოლო ჩვენ კაზინოში შეტყუებული აზარტში შესული მოთამაშეები პატარ-პატარა სიხარულებით, უაზრო ზეიმებით და გლოვებით, სანამ კაზინოს წესებით მოგებაზე ვფიქრობთ კაზინოს მეპატრონესთან.

ყველაფერი შევძელით:

  1. მოვიგეთ

2.გააყალბეს

დარჩა:

3.პროტესტი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით და ბრძოლის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა!

რა დროს მოთქმა და რა დროს წუწუნია!

მთავარი ბრძოლა ახლა იწყება!

ირინა სარიშვილი,

პოლიტიკოსი

წყარო Facebook-ი

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები