Craft Your Future Career – ლიბერთის სტუდენტების დასაქმების პროგრამას აგრძელებს და წელს ტრადიციულად მორიგი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული პროგრამის მიზანია, ახალგაზრდების მოზიდვა და მათი დასაქმების პერსპექტივით დაინტერესება. ღონისძიებაში ლიბერთის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებმა მონაწილეობდნენ. კამპანიის დაწყების პირველივე დღიდან, სტუდენტების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. მათ ბანკში მოქმედი მიმართულებების შესაბამისად ჰქონდათ დასაქმების არჩევანი. რაც შეეხება შერჩევის კრიტერიუმებს, თითოეული მიმართულება თავად ადგენს უნარ-ჩვევების მისაღებ კრიტერიუმს.
ლიბერთი ბანკისთვის მნიშვნელოვანია, სტაჟირების პროცესი მაღალი ხარისხის იყოს და სტაჟიორებმა ამ პერიოდში საუკეთესო ცოდნა და გამოცდილება მიიღონ. ამისთვის კი ლიბერთიმ სპეციალურად მოამზადა ტრენერები, რომლებიც შემდეგ მენტორებს გადაამზადებდნენ. თავის მხრივ, ყველა მენტორმაც მიმართულების შესაბამისი გადამზადება გაიარა; შეიქმნა პროგრამები და დაინერგა შეფასების სისტემები, რომლებიც არა მარტო სტაჟირებაზე მყოფს აფასებს, არამედ თავად მენტორებსაც. რაც შეეხება სტაჟირების ვადებს, ის მიმართულებების მიხედვით განსხვავებულია და 6 კვირიდან 6 თვემდე გასტანს.
სტუდენტების დასაქმების იდეა, ბანკში ჯერ კიდევ 2018 წლიდან გაჩნდა, როცა ლიბერთის გუნდმა მნიშვნელოვანი მისია დაისახა და ახალგაზრდებს პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში დახმარება გადაწყვიტა. მას შემდეგ, ბანკი აქტიურად აგრძელებს სტუდენტების ჩართვას სხვადასხვა პროექტში, თანამშრომლობს 27 უნივერსიტეტთან და სასწავლო დაწესებულებებთან. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების დასაქმების პროექტები არც პანდემიის დროს გაჩერებულა.
ღონისძიების მონაწილე სტუდენტებმა სპონტანურად დასმულ კითხვებსაც უპასუხეს და სწორი პასუხების ავტორებს კი სხვადასხვა პრიზები, მათ შორის სტიპენდია, ვაუჩერები, ბრენდირებული საჩუქრები და ა.შ გადაეცათ.