ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სფეროებში არსებული ვითარების გაცნობა წარმოადგენდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა ინფორმაციები მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში ‘’რთველი 2024’’-ის განხილვას დაეთმო. აღსანიშნავია, რომ რაჭაში რთველი უკვე დასასრულს მიუახლოვდა, უახლოეს დღეებში ის ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში დაიწყება.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ, განიხილეს შესრულებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, იმსჯელეს სოფლებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილ საჭიროებებსა და მათი დროულად მოგვარების გზებზე.
სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსახლეობის მიმართვებზე სწრაფი რეაგირება და მათთვის მერიაში მოქმედ პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაავალათ.
მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები ეტაპობრივად გაგრძელდება. პრობლემური საკითხების მოგვარების პროცესში ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის ჩართულობა უფრო ეფექტიანს ხდის მუშაობას და ხელს უწყობს მოსახლეობის მხრიდან გამოკვეთილი საჭიროებების დროულ მოგვარებას.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურები პერიოდულ მონიტორინგს აწარმოებენ, რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობისა და შესაძლო პრობლემების შესასწავლად.