Saturday, November 23, 2024
14.8 C
Tbilisi

დავით აბესაძემ თიბისი ლიზინგის მიერ მოზიდული CDP-ის პირველი ინვესტიციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით აბესაძემ, თიბისი ლიზინგის მიერ CDP-ისგან 10 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსის მოზიდვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ტრანზაქცია Cassa Depositi e Prestiti-ის პირველი ინვესტიციაა საქართველოში, რაც ახალი საერთაშორისო ინსტიტუციური კაპიტალის მოზიდვით მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის ქვეყნის ფინანსურ სექტორში.

სიტყვით გამოსვლისას, დავით აბესაძემ კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კერძო და საჯარო სექტორის კოორდინირებულ მუშაობასა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ძლიერი და კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზრის განვითარება მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან. ამ კუთხით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და განვითარების სააგენტოების როლი უმნიშვნელოვანესია, რასაც დღევანდელი ტრანზაქციაც მოწმობს.

ეროვნული ბანკი მზადაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მხარი დაუჭიროს მსგავს ინიციატივებს”, – განაცხადა დავით აბესაძემ.

ასევე, დავით აბესაძემ ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული 2023 წელს თიბისი ლიზინგიც გახდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თიბისი ლიზინგს 15 მილიონი ლარის მწვანე ობლიგაციების ემისიის ხარჯები დაუფინანსდა. ნიშანდობლივია, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის თანაინიციატორი ეროვნული ბანკიც გახლდათ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

„გასული წელი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ზრდის მხრივ რეკორდული იყო, ქართულმა კომპანიებმა 1,1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების შიდა ობლიგაციები გამოუშვეს. თიბისი ლიზინგმა კი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში გამარჯვების შემდეგ 15 მილიონი ლარის მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა“, – აღნიშნა დავით აბესაძემ.

ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში,  ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები