Sunday, November 24, 2024
2.8 C
Tbilisi

ნათია თურნავა ასტანას ფინანსური სერვისების მარეგულირებელი ორგანოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ასტანას ფინანსური სერვისების მარეგულირებელი ორგანოს (AFSA) აღმასრულებელ დირექტორს ნურხატ კუშიმოვს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველო აქტიურად ცდილობს რეგიონის ქვეყნებთან ფინანსური სერვისების ინტეგრირებას.

შეხვედრისას, ნათიამ თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასტანას ფინანსური სერვისების მარეგულირებელ ორგანოს შორის არსებულ მჭიდრო საქმიან ურთიერთობებს. ორივე მხარემ გამოთქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასტანას ფინანსური სერვისების მარეგულირებელ ორგანოს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებთ. 2018 წელს გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას და ინფორმაციის გაცვლას, ჩვენი შესაბამისი მოვალეობების შესრულების და ფინანსური ინსტიტუტების, საბანკო და კაპიტალის ბაზრების უსაფრთხო და ჯანსაღი ფუნქციონირების მხარდაჭერას და ხელშეწყობას. ამჟამად AFSA-სთან აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე, რაც ფინანსური სექტორისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას ეხება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.

ასტანას ფინანსური სერვისების მარეგულირებელი ორგანო (AFSA) ფინანსური და არაფინანსური მომსახურების აქტივობების მარეგულირებელი ორგანოა. იგი ზედამხედველობას უწევს ფინანსური ცენტრის მონაწილეებს, რომლებიც ახორციელებენ ფინანსურ და დამხმარე მომსახურებას და კაპიტალის ბაზრის საქმიანობას AIFC-ის ტერიტორიაზე.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები