Friday, November 22, 2024
14.8 C
Tbilisi

რომან გოცირიძე: „ქართულ ოცნებას“ ძველი რეგიონულ-ფეოდალური სისტემის შენარჩუნება სურს, დელეგატების წარდგენა ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას

დელეგატების წარდგენა ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას შემოვლითი გზით, რაც ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა და „დელეგატებთან დაკავშირებით „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ქართულ ოცნებას“ ძველი რეგიონულ-ფეოდალური სისტემის შენარჩუნება სურს, როდესაც ფულიანი პირები მოსყიდვითა თუ სხვადასხვა გავლენით დეპუტატის მანდატს ინარჩუნებენ, ხოლო შემდეგ პარლამენტში უტყვ, მდუმარე დეპუტატთა სიაში ეწერებიან. „ქართულმა ოცნებამ“ მორჩილი, მოღალატე ადამიანების პოლიტიკური კლასი გამოზარდა – მათ პარტია კი არ განაახლეს, არამედ ნაცადი, ყველაფერზე წამსვლელი, მონა-მორჩილი ადამიანები წარმოგვიდგინეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები