Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ჩასხდომის ავტომატიზებული E – Gate სისტემა ამოქმედდა

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია – ტავ ჯორჯია მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას განაგრძობს.

ამჯერად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ჩასხდომის ავტომატიზებული E – Gate სისტემა ამოქმედდა.

ახალი სისტემა ამარტივებს და აუმჯობესებს მგზავრთა ჩასხდომის პროცესს, ჩასხდომის ბარათების ავტომატური შემოწმების საფუძველზე, რაც მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს, ამცირებს რიგებს და ზრდის მგზავრის კომფორტს.

ავტომატიზირებული სისტემა – E – Gate-ი, აეროპორტში საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფაში მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ TAV Technologies- თან და ტრანსპორტირების სფეროში უმაღლესი დონის პროდუქტებითა და სერვისებით ცნობილ ფრანგულ ბრენდ Easier – თან (IER) პარტნიორობით ამოქმედდა.

TAV Technologies – თან და Easier – თან (IER) თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასევე დაინერგა და რამდენიმე თვეა მოქმედებს თვითრეგისტრაციის (Self-Check -in) და ავტომანქანების პარკირების ავტომატური სისტემები.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია სერვისების გაციფრულებასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებაში ინვესტირებას მომავალშიც განაგრძობს.

ინფორმაციას ტავ ჯორჯია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები