Friday, November 22, 2024
17.8 C
Tbilisi

გიორგი ანწუხელიძის სახელობის კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის გუნდია

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის „3×3“ კალათბურთის ტურნირი თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ბათუმის ბულვარში გამართული თამაშების ფინალურ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გადასცა. ასევე, შესაბამისი სინჯის მედლებით დაჯილდოვდნენ მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები. 

ტურნირში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის გუნდები მონაწილეობდნენ. სპორტული ღონისძიების ფარგლებში, ამხანაგური შეხვედრა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმაც გამართეს. 

ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთის ჩემპიონატი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით 2020 წელს დაარსდა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება. თავდაცვის სამინისტროსა და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვის ძალებში კალათბურთის განვითარების ხელშეწყობას, მწვრთნელების გადამზადებასა და სპორტულ საზოგადოებაში სამხედრო მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები