საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაელ ბრაუნ-პივეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.
პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს წარმატებას უსურვებს და გამოთქვამს მზაობას თანამშრომლობისთვის.
„პატივცემულო კოლეგა, იაელ ბრაუნ-პივე, გულითადად გილოცავთ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევას. წარმატებას გისურვებთ თქვენი მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში, განსხვავებული მოსაზრებების კონსოლიდაციაში ფრანგი ხალხის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. მზად ვართ თქვენთან მუშაობისთვის, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საპარლამენტო კავშირები და ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.