Friday, November 22, 2024
17.8 C
Tbilisi

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: რუსეთის და ნატო-ს პირდაპირი კონფრონტაციის შესაძლებლობა შემაშფოთებელია

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, რუსეთის და ნატო-ს პირდაპირი კონფრონტაციის შესაძლებლობა შემაშფოთებელია. როგორც თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განცხადება ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტის შესაძლებლობა ეჭვგარეშე შემაშფოთებელია. შეგნებულად უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ნაბიჯებს, რომლებმაც შესაძლოა, ამ შედეგებამდე მიგვიყვანოს. თურქეთს მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია ამ საკითხზე გვქონდეს აწონ-დაწონილი და გადაწყვეტაზე ორიენტირებული მიდგომა“, – თქვა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არის ნატო-ს წევრი ქვეყანა, ეს არ წარმოადგენს ანკარისთვის დაბრკოლებას, პოზიტიური ურთიერთობა ჰქონდეს ჩინეთთან და რუსეთთან.

„ჩვენ ვართ აღმოსავლეთი და დასავლეთი. ჩვენ ვართ ნატო-ს მოკავშირე სახელმწიფო, მაგრამ არ გვჯერა, რომ ეს სიტუაცია ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას პოზიტიური ურთიერთობები დავამყაროთ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს დიალოგს და დიპლომატიას.

„ჩვენი პოზიცია არის მშვიდობაზე ორიენტირებული. გამოსავალი არ არის სისხლისღვრის და ტანჯვის გაგრძელება, არამედ დიალოგის გზით მიღწეული გრძელვადიანი მშვიდობა“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები