Wednesday, November 27, 2024
3.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

„მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მტკიცე მეგობრულ კავშირებს და დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების მზადყოფნა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. ასევე, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე, როგორც ენერგორესურსების ტრანსპორტირების სწრაფ და სანდო მარშრუტზე. შეხვედრაზე ისაუბრეს სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე. ხაზი გაესვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს.

შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველთვის მზად არის, ხელი შეუწყოს რეგიონულ სტაბილურობასა და მშვიდობას, მათ შორის, საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი, სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები