Bloomberg-ის პლატფორმაზე ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს და ამ დროის მონაცემებით (19 ივნისი, 15:40 საათი) 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8000 ლარს შეადგენს, დღევანდელი ვაჭრობა კი, 2.8400 კურსით დაიწყო, შესაბამიასდ 1 დოლარი 4 თეთრით არის გაიაფებული.
18 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით კი, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8625 ლარს შეადგენს.
ეროვნული ბანკი ლარის ახალ ოფიციალურ კურსს დღეს, 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.