ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში ტრაგედიის გამო, გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე წუთებში საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს“, – აღნიშნავს პრემიერი.

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, მთავარ მოედანზე, 25 წლის მამაკაცმა ავტომობილიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 16 ადამიანი. თავდამსხმელი პოლონეთის მოქალაქეა, რომელიც პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები