ახალქალაქის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორის, გალია ირიციანის განცხადებით, სკოლაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

GUARDIANGE – სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში 2026 წელს ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად მოწესრიგდა. ახალქალაქის მერიის ფინანსური მხარდაჭერით სკოლაში დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემის გადაჭრა გახდა შესაძლებელი.

როგორც ახალი ამბების სააგენტო GUARDIANGE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორმა გალია ირიციანმა განუცხადა, სკოლის შენობის სახურავის შეცვლის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში იდგა დღის წესრიგში, თუმცა მხოლოდ მიმდინარე წელს, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით გახდა შესაძლებელი აღნიშნული საკითხის მოგვარება, თავად სკოლამ კი, საკუთარი სახსრებით სხვა პრობლემებიც მოაგვარა.

„ბოლო წლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სკოლას მთლიანად გამოვუცვალეთ სახურავი. ეს ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით შევძელით. სამუშაოები მთლიანად ახალქალაქის მერიამ დააფინანსა. გადახურვა და სპორტული დარბაზის, რომელიც სააქტო დარბაზად შეგვიძლია გამოვიყენოთ, მშენებლობა საერთო ჯამში 118 000 ლარი დაჯდა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ მელქონ მაკარიანს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ რუბენ პალიანს, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელ პირებს, რომელთა თანადგომის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხის, სახურავის მთლიანად შეცვლა და ასევე სპორტული დარბაზის მიშენება და მისი ერთიან შენობაში მოქცევა. სკოლის შენობის სახურავის შეცვლის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში იდგა დღის წესრიგში და მხოლოდ წელს შევძელით მისი გადაჭრა.

„რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს – სკოლის შენობის გარე ფასადის მთლიანად მოწესრიგებას, სპორტული დარბაზის რემონტს და ამ სივრცეში ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟებას – ამ სამუშაოების შესრულება სკოლამ თავისი ბიუჯეტით შეძლო და ეს ყველაფერი 19 000 ლარამდე დაგვიჯდა. მოკლედ, 2026 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენთვის. ამას დაემატა ისიც, რომ სკოლის ეზომდე ასფალტის საფარი დაიგო.

„აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მთლიანად აღდგა სოფლის გზა, ახალქალაქი-ღადოლარი-ბაკურიანის ადგილობრივი მნიშვნელობის ცენტრალური გზიდან სოფლის მიმართულებით და სოფელშიც ასფალტი დაიგო, თუმცა სკოლამდე მოსასვლელი გზა ისევ მოუწესრიგებელი რჩებოდა და ახლახან, აქაც დაგვიგეს ასფალტი და ბავშვები და მასწავლებლები კომფორტულად გადაადგილდებიან.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან

„სოფლის მცხოვრებთათვის ასფალტის დაგება, სკოლის გარემონტება, ძალზე მნიშვნელოვანია. თუმცა უნდა ითქვას, რომ სკოლის შიდა სივრცე კიდევ უფრო მეტ მოწესრიგებას საჭიროებს, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში მცირე რემონტებიც ჩატარებული გვაქვს და მთელ სკოლაში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა. ვეცდებით, მომავალ წლებში ეტაპობრივად მოვაწესრიგოთ სხვა ინფრასტრუქტურული საკითხებიც. მთავარი გაკეთებულია, შენობაში წყალი აღარ ჟონავს, ბავშვებს საშუალება აქვთ თბილ, მყუდრო გარემოში ისწავლონ. მასწავლებლების მხრიდან მაქსიმალური ყურადღება ექცევა სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვას, რაც მოსწავლეების წარმატებაში აისახება“, – განუცხადა GUARDIANGE-ის გალია ირიციანმა.

კორხის საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული საკითხების მოწესრიგებას დადებითად აფასებენ პედაგოგები, თუმცა სასწავლო პროცესის უფრო ეფექტურად წარმათვის მხრივ ერთ-ერთ ხელშესახებ პრობლემად ინტერნეტის გაუმართაობა დასახელდა.

როგორც ქართული ენის უფროსი მასწავლებელი ლალი კობაიძე ამბობს, გამომდინარე იქიდან, რომ ახალ სახელმძღვანელოებში ბევრი ელექტრონული მასალაა შეტანილი, აუცილებელია ინტერნეტი ყველა საკლასო ოთახში იყოს ხელმისაწვდომი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლალი კობაიძე

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყველა კლასში არ არის შეყვანილი ინტერნეტი, არადა, ძალიან ბევრი ელექტრონული მასალაა ჩვენს ახალ სახელმძღვანელოებში. თვითონ მასწავლებლებსაც გვჭირდება ინტერნეტი, რადგან არ გვაქვს მასწავლებლის წიგნებიც და ძირითადად მასწავლებლის ელექტრონული წიგნით ვსარგებლობთ. მაგალითად, ჩემს საგანში, ენაში არის მოსასმენი ტექსტები. წიგნში წერია: მოისმინე ტექსტი და მითითებულია ვებგვერდი სადაც უნდა გადახვიდე. ყველა შემთხვევაში გვჭირდება ტელეფონი და მასწავლებლების მხრიდან ერთგვარი აჟიოტაჟი მოჰყა იმას, რომ ტელეფონების გამოყენება აკრძალულია. ჩემმა კოლეგებმა თქვეს, რომ მაშინ უნდა დაგვაკმაყოფილონ კომპიუტერებით, რომ ეს შეუთავსებლობა აღმოიფხვრას. ანუ ტელეფონებს ვტოვებთ სამასწავლებლოში და როცა მისი გამოყენების საჭიროება დგება, გამოვდივართ გაკვეთილიდან და მოგვაქვს ტელეფონი, რომ მოსასმენად მითითებულ ვებგვერდზე შევიდეთ. ეს არასწორად მიმაჩნია. გვქონდა ამაზე საუბარი ჩემს კოლეგებთან. ამან მოსწავლეებშიც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან გვაქვს ისეთი ტესტური სამუშაოები, როცა ტელეფონის გამოყენებაა საჭირო, რადგან არაა კომპიუტერების საკმარისი რაოდენობა. ეს პრობლემა არა მარტო ჩვენს სკოლაში, არამედ სხვაგანაც აქტუალურია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული“, – უთხრა GUARDIANGE-ის კორხის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა ლალი კობაიძემ.

სომხურენოვანი საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელს, რომელიც უკვე 36 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, მათ შორის 15 წელი კორხის სკოლაში, მიაჩნია, რომ თნამედროვე სკოლის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი ბავშვებისადმი ჰუმანური და ლიბერალური მიდგომა უნდა იყოს.

„ვფიქრობ, რომ ყველა ბავშვი კარგია, უბრალოდ, შესაბამისი მიდგომაა საჭირო. ყველა ბავშვი ცალკე აღებული ინდივიდია, სხვადასხვა ხასიათი აქვს და ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მივანიჭო მათ, რადგან სოფლად მცხოვრები ბავშვები ისედაც ბევრი რამით არიან შეზღუდული ოჯახებში. აქაურ თემში დიდი მნიშვნელობა ენიჭება უფროსისადმი, ოჯახის წევრებისადმი პატივისცემას, რაც თავისთავად მისასალმებელია. აქაურ ბავშვებს ფიზიკური შრომა უწევთ, ეხმარებიან მშობლებს სხვადასხვა სასოფლო საქმეში. ახლა მაგალითად, კარტოფილის აღების სეზონია და ბავშვებიც დღის მეორე ნახევარში, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ, გასული არიან ყანებში და ეხმარებიან უფროსებს. ესეც მისასალმებელია, რადგან ფიზიკური აქტივობაც აუცილებელია მათი სრულყოფილად განვითარებისთვის. მოკლედ, ამ და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, აქ სხვანაირად ყალიბდება მოზარდი, მისი ხასიათი, მაინც სხვა, უფრო მკაცრი სტანდარტებით ხდება აღზრდა და თუნდაც ამიტომ, მინდა, რომ მათ მეტი თავისუფლება იგრძნონ სკოლაში.

„ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება მოზარდებისგან. იმდენად განვითარებული თაობები მოდიან, იმდენად კარგად ერკვევიან თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომ გაოცდები. ჩვენი თაობა ძირითადად წიგნებით აღიზარდა. მე, რაც კი რამ მისწავლია, ყველაფერი წიგნებიდან მაქვს შემეცნებული. აქედან გამომდინარე, მათგან წიგნის კითხვას ვითხოვ, გინდ ქართულად, გინდ სომხურად, გინდ ინგლისურად. წიგნი მაინც შეუნაცვლებელია, ის უფრო ავითარებს გონებას… მაგრამ ახლანდელი ბავშვები უფრო ტექნოლოგიებზე არიან მიჯაჭვული, დამოკიდებული არიან ხელოვნურ ინტელექტზე, მისი დახმარებით დაწერილ დავალებას კი მე არ ვაღიარებ. ეს მათ იციან და ცდილობენ თავად იწვალონ და ისე დაწერონ დავალებები.

„ზოგჯერ პირველკლასელმა ბავშვმაც კი შეიძლება ისეთი რაღაც გითხრას, რაც ცხოვრებაში მანამდე არასდროს გაგიგია და ის შეიძლება შენთვის მაგალითი გახდეს. მინდა გითხრათ, რომ ჩემი შვილებიც მაგალითები არიან ჩემთვის… ვითხოვ, რომ ჩემი მოსწავლეები ძირითადად წიგნებზე იყვნენ დამოკიდებული და ნაკლები შეხება ჰქონდეთ ტელეფონთან. ამ მხრივ, ერთგვარად დადებითი მხარეა ის, რომ საგაკვეთილო პროცესზე აკრძალული აქვთ ტელეფონის გამოყენება და ის სპეციალურ სივრცეშია მოთავსებული. ზოგადად, ბავშვებთან მეგობრობით, მათდამი პატივისცემით გაცილებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი, ვიდრე მკაცრი დამოკიდებულებით. ამასთან, ჩვენ მასწავლებლებიც ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობთ, ისე როგორც მოსწავლეები. ეს სასკოლო ცხოვრების შეუქცევადი და ძალზე საინტერესო პროცესია“, – აღნიშნა ლალი კობაიძემ.

2023 წელს გამოქვეყნებული სტატია – ახალქალაქის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან: სკოლაში ინფრასტრუქტურა ძირითადად მოწესრიგებულია, თუმცა ასაშენებელია სპორტული დარბაზი და შესაცვლელია შენობის სახურავი – წაიკითხეთ აღნიშნულ ბმულზე.

დაბლა იხილეთ GUARDIANGE-ის ფოტომასალა

GUARDIANGE-ის ფოტოზე: კორხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ხეები დარგეს. ამ პროცესში სკოლის დირექტორი, ბავშვების მშობლები და კორხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: კორხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ხეები დარგეს. ამ პროცესში სკოლის დირექტორი, ბავშვების მშომბლები და კორხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
GUARDIANGE-ის ფოტოზე: კორხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ხეები დარგეს. ამ პროცესში სკოლის დირექტორი, ბავშვების მშობლები და კორხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.
GUARDIANGE-ის ფოტოზე: კორხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ხეები დარგეს. ამ პროცესში სკოლის დირექტორი, ბავშვების მშობლები და კორხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.
GUARDIANGE-ის ფოტოზე: კორხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ხეები დარგეს. ამ პროცესში სკოლის დირექტორი, ბავშვების მშობლები და კორხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლა – სახურავი 2026 წლის ზაფხულში გამოიცვალა, ახალი ფასადიც ამავე დროს გაკეთდა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლა და მასთან მისასვლელი ასფალტიანი გზა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში

GUARDIANGE-ის ფოტოზე: საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის პირველ კლასში

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მოსწავლეები

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები