ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე: მევენახეების 99%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და მხოლოდ 0,5%-ია უხარისხო ჩაბარებული

ხარისხი რჩება პრიორიტეტად და ხარისხთან მიმართებაში კომპრომისები ვერ იქნება დაშვებული, წელს თუ რთველში მკვახე ყურძენი მხოლოდ ხუთი მანქანა ჩაბარდა, მომავალ წელს ერთი მანქანაც არ უნდა იყოს ასეთი, ეს არის ჩვენი მიზანი, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

მისი განცხადებით, ჯერ კიდევ თებერვალში იყო ფერმერებისთვის ცნობილი სქემა, რომლის საფუძველზე მოხდებოდა სახელმწიფო საწარმოში ყურძნის ჩაბარება.

„უმთავრესი, რის გამოც მოხდა მინიმალური ცვლილებების შეტანა დიფერენცირებული ფასების რეგულაციაში, იყო უხვი ნალექი და არც თუ ისე ცხელი ზაფხული, ვაზი ყვავილობაში და ყურძენი მწიფობაში გვიან შევიდა. ბოლო წლებში ეს ერთ-ერთი ყველაზე გვიანი რთველია. მოსახლეობას გაუჩნდა შიში, რომ შესაძლოა ყურძენი ვერ მისულიყო შესაბამის კონდიციამდე. ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების დადგენის მიზანია, რომ გონივრულად იქნას გამოყენებული შრომაც, ხარჯებიც და შემოსავალიც. ამ დრომდე გადამუშავებული ყურძნის სტატისტიკით ფაქტია, რომ რეფორმა მუშაობს. მევენახეების 99%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და მხოლოდ 0,5%-ია უხარისხო ჩაბარებული“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები