საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორმა მაღალჩინოსანმა თანამდებობა ერთდროულად დატოვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან ხარაბაძემ და ამავე უწყების შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ თანამდებობები ერთდროულად დატოვეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, მიხეილ მაღლაკელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

ორივე უწყების ახალ ხელმძღვანელებს 14 სექტემბერს წარადგენენ.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან ხარაბაძე, უწყების თანამშრომლებს 2026 წლის 1-ელ მაისს წარუდგინა, მანამდე კი, ხარაბაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა იმ დროს, როცა სუს-ის უფროსი, აწ უკვე პოლიტიკიდან წასული მამუკა მდინარაძე იყო.
ხარაბაძის წინამორბედი მიხეილ  მაღლაკელიძე იყო, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2025 წლის 30 ივნისს წარადგინეს, შემოსავლების სამსახურის უფროსად კი 27 აპრილს.

 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები