ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას“ – „კარგი, ანა წითლიძე ნამუსგარეცხილი, ურეპუტაციო ქაჯია, მაგრამ თქვენ სად ხართ ამ დროს და რას შვრებით?“

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გვარამიას თქმით, ანა წითლიძის განცხადებები ახლა უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა. „ჩემს ნაციონალ მეგობრებთან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა ეს ენმ-ის პოზიციაა უკვე და თქვენიც, მათ შორის. და კარგი, ეს ნამუსგარეცხილი, ურეპუტაციო ქაჯია, მარა თქვენ სად ხართ ამ დროს და რას შვრებით?“ – წერს ნიკა გვარამია.

გვარამიამ მითხრა, მერაბ კოსტავა ვარ, ზუსტად ვიცი, მიშას გავწევ მესამე ან მეოთხე ადგილას, მე ვიქნები მთავარი ოპოზიციური ძალაო, მაქსიმუმ, 2028 წელს, თუ მანამდე არა, ბიძინა მე გადმომაბარებს ხელისუფლებასო. მაშინ ვიფიქრე, გაუფრენია ამას-მეთქი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები