ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-სთან, ეს უცნაურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემის გადაჭრაში, მათ შორის, აშშ-სთან.
„ძალიან უცნაურია ასეთი ინიციატივები. ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-სთან, ეს რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. უმჯობესი იქნებოდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემის გადაჭრაზე, მათ შორის, აშშ-სთან. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგებაზე უნდა იყოს მიმართული მათი მთელი ყურადღება, თუმცა, მათი ყურადღება არის გადატანილი პირიქით, კონფლიქტების გაღვივებისკენ და არა კონფლიქტების დარეგულირებისკენ, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა პრემიერმა.

