„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ლარსის ხეობიდან ათასობით რუსი ყოველგვარი კონტროლის გარეშე შემოდის საქართველოში ქართველების ჩასანაცვლებლად და ასე თუ გაგრძელდა, პირველი ადგილი, სადაც ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდებიან, ვაკის რაიონი იქნება.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რუსები საქართველოში ეუფლებიან უძრავ ქონებასა და ბიზნესს, ქმნიან ნარკოვაჭრობის და თაღლითურ ფინანსურ სქემებს, ასევე, საქართველოში შექმნილია ქსელი, რომელიც პუტინს ომის წარმოებაში ეხმარება.
„რაც ყველაზე დიდი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის, უკვე დაგვიანონსა ირაკლი კობახიძემ. ეს არის, როცა გვითხრა, თუ ქართველი რუსს მტერს და ოკუპანტს დაუძახებს, ეს რუსოფობიაა. სინამდვილეში, რაშია საქმე. უძრავი ქონება, ბიზნესი, ნარკოვაჭრობა, ყველაფერი რაც ხდება საქართველოს ირგვლივ, მათ შორის თაღლითური კრიპტოგადარიცხვები, მათ შორის ფულის გათეთრებები, ამ ყველაფრის უკან დგას რუსული ქსელი და მათ შორის ჩვენ გვიახლოვდება ცუნამი და მართლა მორდორის კარიბჭეა ლარსი და ჩრდილოეთი, საიდანაც ათასობით ადამიანი ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ყოველგვარი უსაფრთხოების ფილტრის გარეშე შემოდის, არა ტურისტული მიზნით, არამედ ქართველების ჩასანაცვლებლად და ასე თუ გაგრძელდა, პირველი ადგილი, სადაც ქართველები გადავალთ უმცირესობაში, იქნება ვაკის რაიონი, სადაც იმდენი რუსია, იმდენი რუსულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანია, რომ ფაქტობრივად, ვეღარ იპოვით ადამიანს, რომელთან ერთადაც ქართულად ისაუბრებთ და თუ ასე გაგრძელდა, ყველაზე მეტად ვისაც დაეცემა ივანიშვილის დამოკლეს მახვილი, იქნება ვაკის რაიონი.
„როგორც თბილისის აეროპორტი, ისე ქუთაისის აეროპორტი მიხეილ სააკაშვილმა იმისთვის გახსნა, რომ ჩვენ ევროპისკენ წავსულიყავით და ივანიშვილმა ეს შემოატრილა და მიაბა მთელი ფრენები რუსეთს და საიდან არის იცით ფრენები, როგორც თბილისის აეროპორტში, ისე ქუთაისის აეროპორტში, რუსეთის ინდუსტრიული ქალაქებიდან. დატვირთვა სატვირთვო გადაზიდვებშია მაღალი და არა მგზავრთა გადაყვანაში. აქ არის შექმნილი ქსელი, რომელიც პუტინს ეხმარება ომის წარმოებაში“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

