გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო, თავისი ქმედებებით და განცხადებებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
მისივე განმარტებით, ღარიბაშვილის განცხადებები უსაფუძვლოა და პოლიტიკურ სპეკულაციებს ემსახურება.
„პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ. ირაკლი კობახიძე ღირსეული პრემიერ-მინისტრია. ის თავისი შემართებით, პატიოსნებით პროფესიონალიზმით უძღება თავის საქმეს. სამწუხაროდ, გუნდის ყოფილი ლიდერი განცხადებებს აკეთებს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. 2012 წლიდან ერთად ბევრი სირთულე გამოვიარეთ. მასზე ადამიანურად გული მწყდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

