ილჰამ ალიევმა ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს ირანში არსებული მდგომარეობის მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას

GUARDIANGE – 31 აგვისტოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მასუდ ფეზეშქიანმა კმაყოფილებით გაიხსენა სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრები და სატელეფონო საუბრები, ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პოზიცია, მის მიერ გამოვლენილი მხარდაჭერა, მის მიერ გამოთქმული სამძიმარი, ასევე აზერბაიჯანის მიერ ირანის წინაშე მდგარ ამ რთულ სიტუაციაში გაწეული ჰუმანიტარული დახმარება ირანის სახელმწიფოსა და ხალხის მიერ მაღალ შეფასებას იმსახურებს და კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ამ ყველაფრისთვის.

ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარების ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს და დაინტერესებულია აზერბაიჯანთან ყველა სფეროში ურთიერთობების გაფართოებით.

მასუდ ფეზეშქიანმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ძმური და მეგობრული ხასიათისაა და განაცხადა, რომ ირანი გეგმავს ყველა მეზობელ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის წინაშე არსებულ ვითარებაში აზერბაიჯანის დახმარება ძმობის მაგალითია.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს ირანში არსებული მდგომარეობის მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას.

საუბრისას, განიხილეს აზერბაიჯანსა და ირანს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები