ადვოკატი ლილი გელაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა რა თქმა უნდა, ხელიც კი არ მოუწერა ბრალის დადგენილებას. ის არ აღიარებს წარდგენილ ბრალს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას

„მან, რა თქმა უნდა, ხელიც კი არ მოუწერა ბრალის დადგენილებას. ის არ აღიარებს წარდგენილ ბრალს და აპირებს, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ბრძოლას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადასტურა, იცით ახლა, მისი წერილების გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმეჯერ გაიჟღერა ასეთმა ფრაზამ, თითქოს ეს წერილი იყო აბსურდი, სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ა.შ. […] ივლისში გამოგზავნილ წერილში რომ შინაარსობრივად წერია, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ და დღეს სწორედ ეგ ხდება. ეს კითხვა მაქვს საზოგადოებასთან, კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ის ბრალი, რაც დღეს წარუდგინეს ირაკლი ღარიბაშვილს არის შეთითხნილი, არ შეესაბამება სიმართლეს?! […]

მან განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდი. ამის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა და მიხვდა, რომ აი, ამდაგვარ რაღაცას უმზადებდნენ მას შემდეგ, რაც ეს შემონათვალი იყო და წერილი, რომელიც მან გამოაქვეყნა, შესაბამისად, თქვენ დასვით ასეთი კითხვა, რომ აბა რითია ეს ყველაფერი განპირობებული.

მისი ცალსახა პოზიციაა და აცხადებს და გიცხადებთ და ალბათ კიდევ თვითონაც განაცხადებს შემდგომში, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა მის მამართ, ზუსტად შინაარსშივეა იქ ჩაწერილი… დღეს ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ადვოკატს, მიმაჩნია, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი.

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები