საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა. მათივე ცნობით, აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ღამით, დაახლოებით 00:10 საათზე ავარიულად გაითიშა, რის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები დაიწყო და ელექტოენერგიის აღდგენა ღამის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდა.
„ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

