გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია

ცნობილი ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 11 ივლისს 94 წლის გახდებოდა.

ტარიელ ჭანტურიამ 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

ტარიელ ჭანტურია სოფელ სუფსაში, 1932 წლის 11 ივლისს დაიბადა. მან 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი .
სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის” რედაქციაში, გამომცემლობა „მერანსა” და „ნაკადულში”, საქართვეოს მხატვრული თარგმანის სარედაქციო კოლეგიაში, მწერალთა კავშირში ლიტერატურულ კონსულტანტად; 1994 წლიდან ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წელს. პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ -1964 წელს.

მისი ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1993), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ.

ტარიელ ჭანტურიას ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები