[ვიდეო] „აქ, ჯავახეთში, ჩახალიანის ჩემთან მოვარდნაა ასახული“ – მიხეილ სააკაშვილი 2013 წელს ახალქალაქში მისი ვიზიტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს

„რა თქმა უნდა რუსების მოთხოვნით და ივანიშვილის დავალებით ბესელიამ და კომპანიამ შკრილნიკოვის გარდა, მაშინ, ამნისტიით გაუშვა ასევე ГРУ-ს აგენტი გევორქიანი და რაც მთავარია, ჯავახეთის სეპარატისტების ლიდერი ჩახალიანი.

მე ვცადე 2013 წელს დაბლოკვა, მაგრამ „ქოცურმა“ პარლამენტმა ვეტო გადალახა. აქ კი ჯავახეთში, „ქოცების“ გათავისუფლებული ჩახალიანის ჩემთან მოვარდნაა ასახული.

ხოდა როგორ შეიძლება, რომ ამ რუსეთის სპეცოპერაციის აქტიური თანამონაწილეები დღეს ოპოზიციურ არხებზე ყელყელაობდნენ და ასევე რუსული გავლენის აგენტ ზურაბიშვილთან ერთად ხალხს ჭკუას არიგებდნენ“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართელოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში და 2013 წელს მისი ახალქალაქში ვიზიტისას გადაღებულ ვიდეომასალას აქვეყნებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები