უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა უზბეკეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
ირაკლი კობახიძემ და შავკატ მირზიოევმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შესახებ.

