„ვემშვიდობებით 104 წლის ასაკში გარდაცვლილ, ეპოქალური მნიშვნელობის ქართველ მეცნიერს, ელენე აბაშიძეს“ – „ჯორჯიან მანგანეზი“

„ვემშვიდობებით 104 წლის ასაკში გარდაცვლილ, ეპოქალური მნიშვნელობის ქართველ მეცნიერს, ელენე აბაშიძეს.

ქალბატონმა ელენემ საოცარი, სიცოცხლით აღსავსე და სამაგალითო გზა განვლო, ჩვენთვის კი განსაკუთრებული პატივი იყო მასთან ურთიერთობა.

ჭიათურაში დაბადებულმა მეცნიერმა საკუთარი ნიჭითა და დაუღალავი შრომით მსოფლიო მასშტაბის აღიარებას მიაღწია. გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი და გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი 540 სამეცნიერო ნაშრომისა და 13 200 ექსპერიმენტის ავტორი გახლდათ. აშშ-ს ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ორჯერ მიანიჭა წლის ქალბატონის წოდება, ასევე დასახელდა 500 გავლენიან ლიდერსა და ას ყველაზე საინტერესო ადამიანს შორის.

ვუსამძიმრებთ ქალბატონი ელენეს ახლობლებსა და სრულიად საზოგადოებას“, – წერს სოციალურ ქსელში „ჯორჯიან მანგანეზი“.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები