„დღეს ჯონ მალხაზ შალიკაშვილის დაბადების დღეა. ის იყო ქართული წარმოშობის ამერიკელი გენერალი, რომელმაც აშშ-ის უმაღლეს სამხედრო თანამდებობაზე იმსახურა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული.
„გენერალი შალიკაშვილი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ისტორიაში რიგით მეცამეტე და მრავალმხრივ პირველი უფროსი იყო. ის იყო პირველი გაწვეული სამხედრო, რომელმაც ამ საფეხურს მიაღწია და კანდიდატ ოფიცერთა სკოლის პირველი კურსდამთავრებული ამ თანამდებობაზე.
დღეს მას მრავალი ადამიანი მოიგონებს, თუმცა აშშ-ის საელჩოში, სადაც მოსახვედრად ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ქუჩა უნდა გაიაროთ, დიდ გენერალს განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ვიხსენებთ“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

