ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი დასუფთავების აქციას შეუერთდა

ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამართულ დასუფთავების აქციას შეუერთდა.

თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ნარჩენების სწორი მართვაა, რაც ხელს უწყობს გარემოს დაცვას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შემცირებას.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებმაც ერთობლივი ძალისხმევით მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორია დაასუფთავეს.

აქციის მიზანი იყო სუფთა გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის წარმოჩენა, გარემოსდაცვითი კულტურის პოპულარიზაცია და საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა․

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები