ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე დასუფთავების მორიგი აქცია დაიწყო.
გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა ქალაქში, სოფლებში, სახელმწიფოთაშორის, რესპუბლიკურ და მუნიციპალურ გზებზე, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების ტერიტორიებზე, ტყის ზონებში.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ვაან აროიანის თქმით, დასუფთავების აქციაში მონაწილე ფიზიკური პირების, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების წარმომადგენლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება: „მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ყოველთვის მონაწილეობს ამ ინიციატივაში, ვისაც სურს სუფთა მუნიციპალიტეტის ნახვა, რადგან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში“.
აღსანიშნავია, რომ შეგროვებული ნაგავი ნაგავსაყრელზე წინასწარ დაგეგმილი წესით გადაიტანეს.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

