ბექა კობახიძე: ისტორიაში პირველად ხდება, რომ ომში რუსეთისთვის დიდი ტერიტორია არის პრობლემა

„ისტორიაში პირველად ხდება, რომ ომში რუსეთისთვის დიდი ტერიტორია არის პრობლემა. ისტორიულად, ტერიტორიულმა სიღრმემ გადაარჩინა რუსეთი ნაპოლეონისგან და ჰიტლერისგან, რადგან ათასობით კილომეტრს დაიხევდნენ უკან, მაგრამ არ დამარცხდებოდნენ, ხოლო მტერს ადამიანური რესურსი, ლოჯისტიკური ჯაჭვები და ბოლოსდაბოლოს ძალა არ ყოფნიდა უსასრულობამდე ედევნათ რუსული ჯარი.

ახლა რუსული ცის თავზე უკრაინული დრონები დანავარდობენ და რუსები ცას ვერ იცავენ, რადგან რუსეთის ცა ძალიან დიდია. უბრალოდ არ შეიძლება ჰაერში ეს დამანგრეველი უპირატესობა ხმელეთზე არ გადავიდეს. დროის საკითხია“, – წერს ისტიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები