ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ორივე ქვეყნის ინტერესში შედის, რომ გაგრძელდეს ორი ქვეყნის დადებითი გამოცდილება საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიც არის მაგალითად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სპეციალიზებული სააგენტოები, –  ამის შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან  ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ემომალი რაჰმონის თქმით, ტაჯიკეთი კმაყოფილებას გამოხატავს საქართველოსთან თანამშრომლობაზე მიმდინარე საერთაშორისო საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გლობალური დღის წესრიგის წინ წაწევას ისეთ სფეროებში, როგორიც არის წყალი და კლიმატი.
„ჩვენ ხაზი გავუსვით, თუ რამდენად საჭიროა, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა შემსუბუქდეს გარემოზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეფექტი.
უსაფრთხოების სექტორში განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა წინააღმდეგობა არსებულ საფრთხეებზე და დასკვნის სახით, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ შეთანხმებები, რომლებიც მიღწეული იქნა დღევანდელ შეხვედრებზე, ნამდვილად უზრუნველყოფს პერსპექტივას, რომ განვითარდეს ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის.
ტაჯიკეთი ძალიან აფასებს ამ მოლაპარაკებების შედეგებს, რომლებიც გაიმართა კონსტრუქციული და ორმხრივი გაგების გარემოში. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ნამდვილად მისასალმებელია ყველა სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად ჩვენ ორ ქვეყანას შორის“, –  განაცხადა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები