ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანაში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის აშენებას, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის სპორტით დაკავების ხელსაყრელ და უსაფრთხო გარემოს.
სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
სპორტული დარბაზი სრულად აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და მზად იქნება სათემო სპორტული აქტივობებისთვის.
ინიციატივის მიზანია სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ადგილობრივ საზოგადოებაში.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

