ირაკლი კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაურმა მედიაციის ძალისხმევაზე გაამახვილა ყურადღება, რამაც ხელი შეუწყო ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას.
“მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას.
ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას.
იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა სამშვიდობო ჩარჩო-შეთანხმების და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადეს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები