ირაკლი კობახიძე: მოხარული ვარ ყირგიზი ხალხის გულთბილი  მასპინძლობით, ეს ისტორიული  ვიზიტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ხელმოწერილი მნიშვნელოვანი შეთანხმებები ასახავს  საერთო ერთგულებას, გაფართოვდეს თანამშრომლობა და გაუმჯობესდეს ურთიერთობები საქართველოსა და ყირგიზეთს შორის.
„მოხარული ვარ ყირგიზი ხალხის გულთბილი  მასპინძლობით. ეს ისტორიული  ვიზიტია. დღეს ხელმოწერილი მნიშვნელოვანი შეთანხმებები ასახავს ჩვენს საერთო ერთგულებას, გავაფართოოთ თანამშრომლობა და გავაუმჯობესოთ ურთიერთობები საქართველოსა და ყირგიზეთს შორის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდება და ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ჩვენს ერებს“, –  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები