ირაკლი კობახიძე ოფიციალურ ვიზიტად ყირგიზეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალურ ვიზიტად ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვევა. ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი უმასპინძლებს. დაგეგმილია ლიდერების შეხვედრა ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, რის შემდეგაც დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს მთავრობის მეთაური ბიშკეკში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები