ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში სკვერი ეწყობა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„სოფელ ჯიგრაშენში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცის შექმნას ემსახურება.

პროექტის საერთო ღირებულება 32 000 ლარს შეადგენს და იგი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მუნიციპალიტეტში მსგავსი პროექტების განხორციელება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სოფლების ინფრასტრუქტურის განვითარებას უწყობს ხელს“, – აცხადებენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები