რომან გოცირიძე: უნგრეთში დეპუტატებმა ხელფასი 40%-ით შეიმცირეს – ჰქონდათ 6,2 ათასი დოლარი, გაუხდათ 3,7 ათასი, უნგრეთში დეპუტატის ხელფასი 5-ჯერ აღემატება მათი პენსიონერის საშულო პენსიას, საქართველოში 32-ჯერ

„უნგრეთში დეპუტატებმა ხელფასი 40 პროცენტით შეიმცირეს – ჰქონდათ 6,2 ათასი დოლარი, გაუხდათ 3,7 ათასი.

სიმართლე გითხრათ, ეს უფრო პოპულისტური ნაბიჯი მგონია. არც ისე დიდი ხელფასი ჰქონიათ იქაურ ხარჯებთან მიმართებით. ფაქტია, რომ უნგრეთში, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოსთან შედარებით დაახლოებით 2,5-ჯერ მეტია, დეპუტატების ხელფასები საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასებზე ნაკლები გახდა. ჩვენი რჩეულის ხელფასი 1,5-ჯერ აღემატება იმათისას.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „ოცნების“ დეპუტატებიდან ლამის ყოველი მეორე მილიონერია (თუმცა ზოგიერთები ამას საგულდაგულოდ მალავენ), უნგრეთის პარლამენტი ჩვენთან შედარებით საკმაოდ საწყლად გამოიყურება. მათი დეპუტატის წლიური ხელფასი ჩვენი ერთი დეპუტატის მიერ დეკლარირებული საათების რაოდენობასაც კი ათჯერ ჩამორჩება. ამ თანხით იმ ჩანთასაც ვერ იყიდი, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი ქალი დეპუტატი ატარებს.

რთული სანახაობაა, შეგეცოდება კაცს უნგრეთი“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში და კომენტარის სახით ამატებს:

„უნგრეთში დეპუტატის ხელფასი 5-ჯერ აღემატება მათი პენსიონერის საშულო პენსიას, საქართველოში 32-ჯერ“.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები