რომან გოცირიძე: დანაშაულს სჩადიან, იყიდა „თელასში“ 25% სახელმწიფოს წილი ხვიჩა მაქაცარიამ (კალაძემ) 10 მილიონ დოლარად და ყიდის რუსულ „ინტერრაოზე“ 20 მილიონ დოლარად, წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები

„დანაშაულს სჩადიან!

იყიდა „თელასში“ 25 პროცენტი სახელმწიფოს წილი ხვიჩა მაქაცარიამ (კალაძემ) 10 მილიონ დოლარად და ყიდის რუსულ „ინტერრაოზე“ 20 მილიონ დოლარად. ეს ოფიციალურად, თორემ სინამდვილეში ჯიბეში ერთ ამდენს ჩაუდებენ.

ეს ის „ინტერრაოა“, რომელმაც გვიჩივლა საერთაშორისო არბიტრაჟში, 138 მილიონი დოლარი დაგვაკისრეს კალაძის დანაშაულებრივი კონტრაქტიდან გამომდინარე და უკვე დავიწყეთ ბიუჯეტიდან ყოველკვარტალურად მისი გადახდა.

მაშინ, როცა სასამართლო მიმდინარეობდა საერთაშორისო არბიტრაჟში, სწორედ იმ დროს გამოიტანა მთავრობამ გასაყიდად „თელასში“ სახელმწიფოს კუთვნილი წილი. არც კი მოინდომა „ინტერრაომ“ ტენდერში მონაწილეობა, დაუთმო ხვიჩა მაქაცარიას. ისე, რომ არავინ ჰყოლია მას კონკურენტი, სწრაფად მოთავდა ეს საქმე. სინამდვილეში ასე იმიტომ გაკეთდა, რომ სკანდალი თავიდან აერიდებინათ. შემოვლითი გზით აპირებდნენ ასპროცენტიანი კონტროლის დამყარებას „თელასზე“ და ეს უკვე ხდება. ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული და ელოდნენ ხელსაყრელ დროს.

წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები!“ – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები