საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მათივე ცნობით, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.
ამასთან, ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დაესწრო.

