რომან გოცირიძე: ოპოზიციის სლოგანი არ ვარგა, გახსოვთ ლადო ასათიანის ლექსი: „ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა“. ასეთივეა ოპოზიციის ლოზუნგი – ხომ კარგია ეს ხელისუფლება, მაგრამ მე უფრო უკეთესი მინდა

„გუშინ მაგარი აქცია იყო. ეს მხოლოდ დასაწყისია.

სლოგანი არ ვარგა.

ხომ გახსოვთ ლადო ასათიანის ლექსი: „ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა“. ასეთივეა ოპოზიციის ლოზუნგი – ხომ კარგია ეს ხელისუფლება, მაგრამ მე უფრო უკეთესი მინდა:))

„საქართველო იმსახურებს უკეთესს“ ასეთ განცდას ტოვებს. არა უშავს, დაიხვეწება. ახლა პროტესტის გაშლაა საჭირო“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები