ვანში სკრინინგის კამპანიის ფარგლებში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა.
ადგილობრივებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის სკრინინგი. კვლევები ადგილზე, კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა თანამედროვე მეთოდებით ჩაატარა.
გამოკვლევების შედეგად რაიმე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტებს შეუძლიათ ჩაიტარონ დამატებითი დიაგნოსტიკა და მიიღონ შესაბამისი მკურნალობა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებების მართვა ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, ხოლო B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა სრულად არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ.
აქცია ჩატარდა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

