გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა აცხადებს კონკურსს მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა (მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ყოფილი ზოოვეტის ინსტიტუტი) აცხადებს კონკურსს მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. 

  • მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი. 

საგნების ჩამონათვალი ვაკანტური ადგილების მიხედვით: 

  • საქართველოს ისტორია 
  • ისტორია 
  • მათემატიკა 
  • ფიზიკა 
  • ქიმია 
  • პირველი უცხო ენა – ინგლისური 
  • მეორე უცხო ენა – რუსული 
  • მესამე უცხო ენა – ფრანგული 
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები 

ვაკანტური ადგილების რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის და ხელფასის შესახებ ინფორმაცია საგნების მიხედვით იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/swrHU 

მსურველებმა აუცილებელია, 2026 წლის 22 მაისიდან 2026 წლის 8 ივნისის ჩათვლით, შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: https://teacherjobs.ge/ 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: 

I ეტაპი – საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა – 2026 წლის 9 ივნისიდან 2026 წლის 10 ივნისის ჩათვლით; 

II ეტაპი – გასაუბრება – 2026 წლის 15 ივნისიდან 2026 წლის 17 ივნისის ჩათვლით; 

III ეტაპი – ტესტირება კანდიდატებთან (მხოლოდ უცხო ენის მასწავლებლისთვის) – თარიღი დამატებით ეცნობებათ კანდიდატებს. 

პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან გასაუბრებისთვის ტელეფონზე. 

  • შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან. 

შერჩევის კრიტერიუმები: 

  • უმაღლესი განათლების ქონა (კვალიფიკაცია/ხარისხი); 
  • მასწავლებლის სტატუსი (უფროსი/წამყვანი/მენტორი); 
  • უწყვეტი პროფესიული სტაჟი არანაკლებ ბოლო 2 წლისა; 
  • პროფესიული განვითარებისა და გადამზადების კურსები; 
  • ტრენინგები, სწავლებები; 
  • ჯილდოები (მადლობა/წახალისება); 
  • პროფესიული აქტივობა. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები