აშშ-ის საელჩო: 1992 წლის 25 მაისი ისტორიული დღე იყო აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში

1992 წლის 25 მაისი ისტორიული დღე იყო აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან რამდენიმე თვეში საქართველოს პირველად ეწვია მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი.

აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი საქართველოს 1992 წლის 25-26 მაისს სტუმრობდა“, – წერს აშშ-ის საელჩო.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები