ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ერჟან სადენოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ერჟან სადენოვს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კუთხით ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ესწრებოდა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები