აშშ-ის საელჩო: საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს „ტროას ნაკვალევს“, 2026 წლის სწავლებაში მონაწილეობს 1000 ამერიკელი და ნატო-ს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების 2000 სამხედრო მოსამსახურე

საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს „ტროას ნაკვალევს“, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელობით ევროპაში მიმდინარე ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას, რომელიც გასულ კვირას გაიხსნა. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს.

„ამ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების მიზანი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება, ნატოსთან თავსებადობის გამტკიცება და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად ერთობლივი მზადყოფნის გაუმჯობესებაა.

2026 წლის სწავლებაში მონაწილეობს დაახლოებით 1 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ნატო-ს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების 2 000 სამხედრო მოსამსახურე“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები