ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, მოადგილეებმა თეიმურაზ მჭედლიძემ და მკრტიჩ მღდესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს და ამ ტრადიციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებაზე ოჯახის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა. საუკეთესო ნაშრომების ავტორებსა და მონაწილეებს დიპლომები და მადლობის სიგელები გადაეცათ.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

